—

EU: საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში, რეგულარული ფრენების დაწყება, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია

46
EU: საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში, რეგულარული ფრენების დაწყება, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისები სოხუმის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში - განცხადებას ამის თაობაზე…

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისები სოხუმის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში - განცხადებას ამის თაობაზე ევროკავშირი ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას:

"ეს ქმედება, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." ნათქვამია განცხადებაში. 

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა თებერვალში შესრულდა. უკვე 12 აპრილს კი "როსავიაციამ" რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →