—

თინა ბოკუჩავა „MEGOBARI აქტზე“ - აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

39
თინა ბოკუჩავა „MEGOBARI აქტზე“ - აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა
მოსასმენად დააჭირეთ

აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ…

აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოებთან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში.

„კონგრესმენ ჯო უილსონთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ის არის ეუთოში აშშ-ის ჯგუფის ხელმძღვანელი. ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რათა კვლავ შეახსენოს მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და ამისთვის აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოსთან. ეს სახელმწიფოა ირანი და ამას ყოველთვის ხაზს უსვამს ჯო უილსონი. ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →