—

თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა

44
თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების, ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი…

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების, ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.

ძმები წიკლაურები 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სწორედ ძმები წიკლაურების და მათი მსგავსი გმირების თავდადებაზე დგას.

„დღეს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში ძმები წიკლაურების სახელობის სკვერი გაიხსნა. ძმები წიკლაურები აფხაზეთის ომის გმირები არიან, რომლებიც ბაბუშერაში დაიღუპნენ. ბაბუშერაში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია მოხარულია, რომ ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ასეთი გმირების სახელების უკვდავყოფის მონაწილეა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან ის სწორი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ იმათ სულებს უკვდავყოფთ, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და თავისუფლებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა,მნიშვნელოვანია იმ გმირების სახელები გავაცნოთ საზოგადოებას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირა თავი. მან თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას სკვერის სახელდებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ომში დაღუპული ძმების თანამებრძოლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები.

სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და აფხაზეთის ომების ვეტერანები დაესწრნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →