—

პროკურორი - სასამართლოს წარვუდგინეთ დოკუმენტაცია, რატომ უნდა ყოფილიყო ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული გირაო 50 000 ლარის ოდენობით

35
პროკურორი - სასამართლოს წარვუდგინეთ დოკუმენტაცია, რატომ უნდა ყოფილიყო ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული გირაო 50 000 ლარის ოდენობით
მოსასმენად დააჭირეთ

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნიკა მელიამ ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მელიას მიერ საქართველოს პარლამენტის…

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნიკა მელიამ ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მელიას მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში.

შესაბამისი განცხადება პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხი. არსებობდა, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, აღნიშნულის დასასაბუთებლად ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ დოკუმენტაცია, რატომ უნდა ყოფილიყო ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული გირაო 50 000 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივ საფუძვლებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში.

რაც შეეხება ფორმალურ საფუძვლებს, ამ შემთხვევაში ორ საფრთხეზე გვქონდა საუბარი, ეს იყო მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ორივე საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობა მოსამართლემ გაიზიარა, შესაბამისად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა”,- განაცხადა პროკურორმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →