—

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

51
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე.

ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს.

შეთანხმების ძირითადი დებულებები შემდეგია:

მოსკოვი და თეირანი შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.

მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლობენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებისას.

თუ ერთ-ერთი ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, მეორე მხარემ არ უნდა გაუწიოს თავდამსხმელ მხარეს დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს თავდასხმის გაგრძელებას.

რუსეთი და ირანი არ დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიების გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველი სეპარატისტული მოძრაობების მხარდასაჭერად.

მოსკოვი და თეირანი ითანამშრომლობენ საერთაშორისო ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებსა და საფრთხეებთან ბრძოლაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →