—

მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანელი ჯარიკაცის დაღუპვაზე - სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს და აგრესია შეწყვიტოს

43
მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანელი ჯარიკაცის დაღუპვაზე - სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს და აგრესია შეწყვიტოს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„მსურს, მოძმე აზერბაიჯანელ ხალხსა და ოჯახს უმცროსი სერჟანტის, ელშენ მამედოვის გარდაცვალების გამო მივუსამძიმრო. სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს და აგრესია შეწყვიტოს,“- წერს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სომხური მხარის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული ქმედების შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი მამედოვ ელშენ ალი ოღლუ გარდაიცვალა“.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →