—

დონალდ ტრამპი ტარიფებზე ბაზრების რეაქციაზე - ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო

48
დონალდ ტრამპი ტარიფებზე ბაზრების რეაქციაზე - ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო
მოსასმენად დააჭირეთ

საფონდო ბირჟების რეაქციაზე კომენტირებისას, თქვა, რომ არ სურდა რაიმე დაეცემა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.

„არ მინდა, რომ რაიმე დაღმასვლას განიცდიდეს, მაგრამ ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო. რა მოხდება ბაზრებზე, ვერ გეტყვით. მაგრამ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, არ დადებს გარიგებას პეკინთან, თუ ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი არ მოგვარდება.

„თუ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, მე არ ვაპირებ შეთანხმების დადებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ესაუბრა ევროპისა და აზიის ლიდერებს მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ და დასძინა, რომ „მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ“.

“ვესაუბრე უამრავ ლიდერს - ევროპელებს, აზიელებს, მთელი მსოფლიოდან. მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნება დეფიციტი თქვენს ქვეყანასთან, ჩემთვის დეფიციტი დანაკარგია“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →