—

თურქეთის ოპოზიცია ექრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გააგრძელებს

50
თურქეთის ოპოზიცია ექრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გააგრძელებს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, ოზგურ ოზელის განცხადებით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყანაში აქციები გაგრძელდება.

Reuters-ის ინფორმაციით, „რესპუბლიკური ხალხის პარტიის“ რიგგარეშე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც ოზელი პარტიის ლიდერად ხელახლა აირჩიეს, მან განაცხადა, რომ პარტია ყოველ შაბათ-კვირას მოაწყობს საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ქალაქში, ასევე დამატებით აქციებს სტამბოლის სხვადასხვა რაიონში ყოველ ოთხშაბათ საღამოს.

შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები 19 მარტს დაიწყო, როდესაც იმამოღლუ, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მოიხსენებენ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს, რასაც მომიტინგეები, ოპოზიციური პარტიები, ევროპელი ლიდერების ნაწილი და უფლებადამცველები პოლიტიზებულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →