—

კირილ დმიტრიევი - მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავენ

59
კირილ დმიტრიევი - მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავენ
მოსასმენად დააჭირეთ

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას განიხილავენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის…

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას განიხილავენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„ჩვენი საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მათ შორის რუსებისთვის პრაქტიკულ საკითხებზე. ფაქტობრივად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ“, - განუცხადა დმიტრიევმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, კირილ დმიტრიევმა გუშინ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →