—

CNN - აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა გადაწყვეტილება USAID-ის გაუქმების შესახებ

68
CNN - აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა გადაწყვეტილება USAID-ის გაუქმების შესახებ
მოსასმენად დააჭირეთ

ილონ მასკმა, როგორც ჩანს, გადააჭარბა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტისსაქმიანობით. ამის შესახებ განაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ, როდესაც მან განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა…

ილონ მასკმა, როგორც ჩანს, გადააჭარბა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტისსაქმიანობით. ამის შესახებ განაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ, როდესაც მან განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა USAID-ის გაუქმება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ, სავარაუდოდ, არღვევს შეერთებული შტატების კონსტიტუციას.

სასამართლოს თანახმად, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს არ შეუძლია შეწყვიტოს USAID-ს კონტრაქტები ან გრანტები, გაათავისუფლოს ან დატოვოს შვებულებაში თანამშრომლები.

როგორც ამერიკული მედია წერს, თეთრმა სახლმა გააკრიტიკა მოსამართლე გადაწყვეტილების თაობაზე.

„თაღლითი მოსამართლეები არღვევენ ამერიკელი ხალხის ნებას, რომ შეაჩერონ პრეზიდენტი ტრამპი მისი დღის წესრიგის შესრულებაში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ და დასძინა: „თუ ამ მოსამართლეებს სურთ საკუთარი პარტიული იდეოლოგიური ძალაუფლება ხელისუფლებაში, თავად უნდა იყარონ კენჭი".

კელიმ დასძინა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გასაჩივრებას გეგმავს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →