—

როგორი იქნება წელს ლა-ნინია და რა ელის მსოფლიოს კლიმატს - ახალი კვლევა

132
როგორი იქნება წელს ლა-ნინია და რა ელის მსოფლიოს კლიმატს - ახალი კვლევა
მოსასმენად დააჭირეთ

წყნარ ოკეანის ეკვატორულ ნაწილში კლიმატის ფენომენ ლა-ნინიას (La Niña) განვითარება დაიწყო, რომელიც კლიმატური ციკლის ბუნებრივი მოვლენაა და მთელს პლანეტაზე ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს იწვევს - ამის შესახებ აშშ-ის ოკეანისა…

წყნარ ოკეანის ეკვატორულ ნაწილში კლიმატის ფენომენ ლა-ნინიას (La Niña) განვითარება დაიწყო, რომელიც კლიმატური ციკლის ბუნებრივი მოვლენაა და მთელს პლანეტაზე ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს იწვევს - ამის შესახებ აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებაში წერია, რასაც EuroNews ავრცელებს.

კლიმატოლოგების ცნობით, წლევანდელი ლა-ნინია სიურპრიზებით დაიწყო, კერძოდ, ამინდის ეს მოვლენა ჩვეულებრივზე მოკლე და სუსტი იქნება.

ლა-ნინია რეგულარულად წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩნდება, როცა სტაბილური აღმოსავლეთის ქარი თბილ წყალს პერუსა და ჩილეს სანაპიროებიდან ინდონეზიისა და ავსტრალიისკენ მიმართავს. შედეგად, ცივი წყალი ზღვის სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის და რეგიონში სიცივე დგება.

სინოპტიკოსების განცხადებით, ლა-ნინიას გამო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოვიდეს. ლა-ნინია, ასევე, ატლანტის ოკეანეში ქარიშხლის აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ლა-ნინია მოსალოდნელზე გვიან დადგა და ზამთრის დადგომამდე გაძლიერება ვერ მოასწრო. მეცნიერები თვლიან, რომ ლა-ნინია აპრილამდე გაგრძელდება და თუ მარტამდე დასრულდა, მას დაკვირვების ოფიციალურ ისტორიაში არ შეიტანენ.

NOAA-ს მეცნიერების მონაცემებით, 2020-დან 2023 წლამდე დედამიწამ ზედიზედ ლა-ნინიას სამი მოვლენა განიცადა. კერძოდ, ზედიზედ სამი ზამთარი ლა ნინიას პირობებით უჩვეულოა, რაც მანამდე მხოლოდ 1973-76 წლებში დაფიქსირდა.

გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი გაფრთხილებას იძლევა, რომ ლა-ნინიას მოვლენების სიხშირემ შესაძლოა, დამატებით სტრესში ჩააგდოს რეგიონები, რომლებიც ბოლო დროს გვალვას ებრძოდნენ და როგორიც, მაგალითად, აღმოსავლეთ აფრიკაა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →