—

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა

60
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
მოსასმენად დააჭირეთ

ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა.

ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 5-6 თებერვალს ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართება.

კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი.

პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე ყაზახეთში დელეგაციით გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: „ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ოცნების“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, „ოცნების“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, „ოცნების“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, „ოცნების“ სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →