—

მამუკა ხაზარაძე - ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი - ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას

175
მამუკა ხაზარაძე - ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი - ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას
მოსასმენად დააჭირეთ

ღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის - ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის…

ღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის - ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ ,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძესოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, საქართველოში ახალი არჩევნების შემდეგ, აუცილებლად "აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთა.

"დონალდ ტრამპი დღეს ოფიციალურად შეუდგა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და ამერიკისთვის ოქროს ხანა დააანონსა.

დღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

უკვე ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ, რაც არაერთხელ გაჟღერდა და დადასტურდა ოფიციალური პირების მხრიდან ჩვენთან შეხვედრისას.

თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ვიცით, რომ ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი, ქვეყნის შემდგომი, დემოკრატიული განვითარების, თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან!

ძლიერი ამერიკა ძლიერი საქართველოა!", - წერს ხაზარაძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →