—

სალომე ზურაბიშვილი - გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებს პუტინის რეჟიმს - რაც მოხდა გიორგი გახარიას მიმართ, ასევე სრულიად წარმოუდგენელია

54
სალომე ზურაბიშვილი - გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებს პუტინის რეჟიმს - რაც მოხდა გიორგი გახარიას მიმართ, ასევე სრულიად წარმოუდგენელია
მოსასმენად დააჭირეთ

ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება - ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება…

ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება - ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება შემართებითაა, იცის, რა უნდა და იცის, რა არ უნდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისადმი ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა გადავიდა ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც „ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს“.

„მივმართავ, უპირველესად, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ, ძალიან აღელვებულია იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ფაქტია, რომ ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც აშკარად ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ-დაბიში მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, მოთმინების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ აქ არსად ჩანს მოთმინება, პირიქით - როგორც ჩანს დეპუტატები (არ ვიცი ინსტრუქცია აქვთ მიღებული თუ მათი ნებით ხდება) გამოყენებულები არიან ძალადობაში, რაც სრულიად გაუგებარია ჩვეულებრივი ქვეყნისთვის და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს. ასევე, ის, რაც ამ ღამეს მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ ასევე სრულიად წარმოუდგენელია. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები - ყველა მოქალაქეს ეხება - არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, მცდელობა, რომ დააშინო მოქალაქეები. ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ საერთაშორისო თანადგომაც იქნება, რადგან არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ. ისე დაემთხვა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვაა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება შემართებითაა - იცის, რა უნდა და იცის, რა არ უნდა. არ დათანხმება საქართველო იმას, რომ ქვეყანა გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე. ამისთვის საქართველო იბრძვის და იბრძვის მშვიდობიანად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →