—

ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა

101
ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა
მოსასმენად დააჭირეთ

ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო ბოდიში მოიხადა, დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას „უკრაინული დრონებისა შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის დროს ცდილობდა“.

„თვითმფრინავმა გროზნოს აეროპორტში დაშვება არაერთხელ სცადა. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული დრონები ესხმოდნენ თავს და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ თავდასხმებს იგერიებდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →