—

სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

49
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსასმენად დააჭირეთ

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულიყო.

ადვოკატის თქმით, იმ პირობებში, როცა სააკაშვილს უკვე თავისუფლება აღკვეთილი აქვს, მის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის.

ბასილაიას განმარტებით, მტკიცებულებათა გამოკვლევა ამოწურულია, სასამართლო დასკვნითი სიტყვის ეტაპზეა, შესაბამისად, აღკვეთად პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ბუნებაში აღარ არსებობს.

სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას რამდენიმე საფრთხე დაედო საფუძვლად და მისი საფუძველი მხოლოდ მტკიცებულების განადგურება არ ყოფილა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას განმარტებით, ახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხეები კვლავ არსებობს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →