—

ლევან დავითაშვილი - მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ

50
ლევან დავითაშვილი - მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ
მოსასმენად დააჭირეთ

სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და ანალიზს, გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან, მათ შორის, მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რით შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ…

სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და ანალიზს, გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან, მათ შორის, მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რით შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2025 წლისთვის ვითარება დასტაბილურდება და ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მაღალი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური წინაპირობები შენარჩუნებულია.

„საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ვაჩვენეთ 2024 წელს და მიუხედავად ბოლო ორი თვის შედეგებისა, წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური პროცესები განვითარდება გეგმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არ ვფიქრობთ, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა მოგვიწევს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთვალისწინებელი ფაქტორები შეიძლება, ყოველთვის იყოს, ეკონომიკური ზრდის დაგეგმვა ბევრად უფრო კონსერვატიულია ხოლმე, ვიდრე რეალურად შემდეგი შედეგები დგება.

„ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია იგივე 2024 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა. შესაბამისად, მათ შორის, ცვლილებები ბიუჯეტში, რადგან ბევრად უფრო მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა და ბევრად უფრო მეტი საბიუჯეტო შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მინიმუმ, 2025 წლის დაგეგმილ მაჩვენებლებს შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →