—

ალიევი: დესტაბილიზაცია საქართველოში ნიშნავს დესტაბილიზაციას აზერბაიჯანისთვის

98
ალიევი: დესტაბილიზაცია საქართველოში ნიშნავს დესტაბილიზაციას აზერბაიჯანისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

გვიხარია, რომ საქართველოში ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, ვინაიდან დესტაბილიზაცია საქართველოში ნიშნავს დესტაბილიზაციას აზერბაიჯანისთვის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისა“ და რუსეთის…

გვიხარია, რომ საქართველოში ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, ვინაიდან დესტაბილიზაცია საქართველოში ნიშნავს დესტაბილიზაციას აზერბაიჯანისთვის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისა“ და რუსეთის ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიასთან ვრცელ ინტერვიუში.

„ვხედავ, რომ საქართველოში ვითარება სტაბილურდება და ჩვენ ეს გვახარებს. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ მშვიობითა და თანხმობით. ამიტომ, რამდენითაც საქართველოსთვისაა დამაზიანებელი დესტაბილიზაცია ან დესტაბილიზაციის საფრთხე, იმდენითაა ის დამაზიანებელი აზერბაიჯანისთვისაც“, — განმარტა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, სწორედ ამიტომ აკეთებს მისი ქვეყანა ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში ვითარება „პოლიტიკურ კალაპოტში“ ჩადგეს და ქვეყანა განვითარდეს.

ინტერვიუში ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „კავკასიისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამასთან მას მიაჩნია, რომ რეგიონში ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველო — ტრადიციული და კავკასიურ ღირებულებებზე დაფუძნებული, თუ პირიქით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →