—

რასა იუკნევიჩიენე - სალომე ზურაბიშვილი “თბილისის შვიდეულს\" შეხვდა

51
რასა იუკნევიჩიენე - სალომე ზურაბიშვილი “თბილისის შვიდეულს\" შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში შეხვედრა „თბილისის შვიდეულთან“ გამართა.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში შეხვედრა „თბილისის შვიდეულთან“ გამართა.

როგორც იუკნევიჩიენე განმარტავს, „თბილისის შვიდეული“ არის კავშირი, რომელიც თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოყალიბდა.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [იყო] ევროპარლამენტში. დღის წესრიგის იშვიათი დამატება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა! მისი სიტყვის შემდეგ, ის “თბილისის შვიდეულს'” შეხვდა - კავშირი, რომელიც გასული კვირის თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ. ერთად ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერაში", - წერს იუკნევიჩიენე.

შვიდი ევროპარლამენტარი - სერგეი ლაგოდინსკი, რასა იუკნევიჩიენე, ნატალი ლუაზო, მიჰალ შჩერბა, ტობიას კრემერი, რენიე ვან ლანშოტი და ბერნარდ გუეტა - თბილისში ვიზიტით 12 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიის წარმომადგენლებთან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →