—

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა

47
ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს…

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავს პერფორმანსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება.

„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა.

მარტივი პერფორმანსებით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ასეთ მარტივ პერფორმანსებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ევროპული მომავლის გზაზე, საქართველოს გვერდით დგას.

„ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →