—

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია

79
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია. ამის შესახებ მან, დღეს, პლენარული სხდომის გახსნაზე განაცხადა.

"ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც უკვე ორი კვირაა თბილისში და ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მშვიდობიანად იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს წყლის ჭავლის ქვეშ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვართ. ეს პარლამენტი გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ასეთი ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან.

ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე და ვთხოვთ ყველა 27 წევრ ქვეყანას, გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე.

ჩვენ მოვიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში. ჩვენ მასთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს საუკეთესოდ, რა ფორმატი იქნება საჭირო," - განაცხადა მეცოლამ. 

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →