—

ირაკლი კობახიძე - გვაქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

51
ირაკლი კობახიძე - გვაქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის…

ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ყველაფერი დანარჩენი განხილვის თემაა.

„ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი დანარჩენი, რა თქმა უნდა, განხილვის თემაა. ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ ამასთან ერთად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილის პოზიციაც. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2030 წლისთვის, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა პრემიერმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →