—

პრემიერი - ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უნდა ვესაუბროთ ხალხს,

53
პრემიერი - ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უნდა ვესაუბროთ ხალხს,
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან, ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან, ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით მზადაა დისკუსიისთვის როგორც საკუთარ მხარდამჭერებთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებმაც „რადიკალურ ოპოზიციას დაუჭირეს მხარი“.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება - საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში, გნებავთ საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, მნიშვნელობა არ აქვს არსებითად არც შეხვედრის ადგილს, დროს და ა.შ. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ვთავაზობ ასეთი ტიპის დისკუსიას საჯაროს თუ არასაჯაროს. საზოგადოებასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს. უნდა ვესაუბროთ არა იმ ადამიანებს, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც კი არ სცემენ პატივს, არამედ, უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის როგორც საკუთარ მხარდამჭერებთან, ისე თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებმაც თუნდაც რადიკალური ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, თუ ვინმესთან შეიძლება დიალოგი შედგეს, ეს არის ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →