—

პრეზიდენტი - არ შეიძლება ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო და მთავარი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული

29
პრეზიდენტი - არ შეიძლება ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო და მთავარი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული
მოსასმენად დააჭირეთ

ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა…

ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ყველა ქვეყნის ლიდერს მიაწოდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამის მერე ვერ იტყვიან „არ ვიცოდი“.

„იცით, რომ მივმართე ვეღარ დავითვლი, რამდენ ჩემ კოლეგას, ევროკავშირის კოლეგას და ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება.

დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, სადილი მქონდა 27 ელჩთან (27-ვე არ არის საქართველოში, მგონი 23 ელჩი იყო), ყველას ძალიან კარგი „მესიჯი“ გადავეცი თავიანთი ქალაქებისთვის, რომ დღეს ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით წყდება არა მარტო საქართველოს მომავალი, არამედ დღეს წყდება ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის - ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნებში რა შეიძლება კიდე მოხდეს, და ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალი. არ შეიძლება ისაუბრო და დიდი განცხადებები აკეთო და მერე არ იყოს მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც ნამდვილად ახდენს ქვეყნის მომავალზე გავლენას და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში 30-32 ინტერვიუ მივეცი ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომადგენლებს, სადაც ასახულია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. ამ ყველაფრისგან ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ ამის მერე ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაურები ვერ იტყვიან, რომ არ ვიცოდი. ყველამ, ყველაფერი იცის. ეს იყო ჩემი მოვალეობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →