—

პიტერ სიიარტო - ბრიუსელისგან მივიღეთ წინადადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა დავაწესოთ, შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ამას ვეტოს დავადებთ

32
პიტერ სიიარტო - ბრიუსელისგან მივიღეთ წინადადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა დავაწესოთ, შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ამას ვეტოს დავადებთ
მოსასმენად დააჭირეთ

უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში, მსგავსი წინადადებები თუ იქნება, ჩვენ ვეტოს დავადებთ, ამაში შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებულები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო…

უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში, მსგავსი წინადადებები თუ იქნება, ჩვენ ვეტოს დავადებთ, ამაში შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებულები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი საქართველოს ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს.

„ოპოზიციას რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიის შესახებ ხმამაღლა იყვირებდა. იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მოახდინონ მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება. ამას აკეთებენ სრულიად არადემოკრატიულ სტილში. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის სერიოზული და მოდი, ასე ვთქვათ, მოსაწყენი თამაში, რომელსაც ლიბერალური მეინსტრიმი თამაშობს და რომელიც უარყოფილი იქნება.

უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც ძალიან მავნებლური და სახიფათო მიდგომაა ბრიუსელისგან. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც საუბარია ერის დამცირებაზე და ჩვენ ამას უარვყოფთ. ამით ევროპარლამენტი მავნებლურ ქმედებებს სჩადის იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ევროპარლამენტში არსებობს ომის მომხრე და ლიბერალური უმრავლესობა, რომელიც მუდმივად ესხმის თავს მათ, ვინც ღიად საუბრობს მშვიდობის აუცილებლობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივის სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა. უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში, თუ მსგავსი წინადადებები იქნება, მაშინ ჩვენ მათ ვეტოს დავადებთ, შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყოთ“, – განაცხადა სიიარტომ.

1tv.ge 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →