—

მამუკა მდინარაძე - საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში

38
მამუკა მდინარაძე - საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ „ქართული…

ჩვენი გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრები საერთო გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან.

„ჩვენი გუნდი არის ძალიან მყარი თავის გადაწყვეტილებებში, ყველამ ზუსტად იცის და ჩვენს მოქალაქეებსაც შეუძლიათ, ზუსტად იცოდნენ, რომ ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი სამშობლოს წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ისევე როგორც 16-20 დეკემბრის მოვლენები დავაზღვიეთ, დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, პირთა ჯგუფისგან თუ სხვა ე.წ. პოლიტიკური პარტიებისგან. დღეს გახმოვანდა რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი, რომ, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც საკუთარი პირით აღიარა, რომ ახალ წლამდე თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც უნდა მოასწრონ. მგონი, ერთი ფრაზა გამორჩა ყველას, პირველი ფაზის გადალახვა, მეორე ფაზაში რა იგულისხმება, ალბათ ამას ყველა ხვდება. ამაზე გვქონდა ბევრი მსჯელობა და გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →