—

ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები - Aktual.ge, 24News.ge და InterPress.ge გმობენ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას - განცხადება

62
ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები - Aktual.ge, 24News.ge და InterPress.ge გმობენ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას - განცხადება
მოსასმენად დააჭირეთ

Aktual.ge-მ, 24News.ge-მ და InterPress.ge-მ გააკეთეს განცხადება, სადაც ისინი თბილისში, შენიღბული პირების მხრიდან ტელეკომპანია TV Pirveli-ის, Formula Tv-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებზე განხორციელებულ…

Aktual.ge-მ, 24News.ge-მ და InterPress.ge-მ გააკეთეს განცხადება, სადაც ისინი თბილისში, შენიღბული პირების მხრიდან ტელეკომპანია TV Pirveli-ის, Formula Tv-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას გმობენ.   

InterPress.ge წარმოგიდგენთ აღნიშნული მედია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას:

„ქვემო ქართლის რეგიონის წამყვანი მედია ორგანიზაციები Aktual.ge, 24News.ge და InterPress.ge კატეგორიულად ვგმობთ TV Pirveli-ის, Formula Tv-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებზე თავდასხმას. ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი ომის დროსაც, მიკროფონით და კამერით, არის ხელშეუხებელი.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საფრთხეს უქმნის როგორც სიტყვის, ასევე პრესის თავისუფლებას და ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ეს არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოების უფლებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, არამედ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს.

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ, ობიექტურად გამოიძიონ დანაშაულებრივი ინციდენტი და დამნაშავეები კანონის ფარგლებში დასაჯონ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჟურნალისტები წარმოადგენენ საზოგადოების სარკეს. სწორედ ისინი აშუქებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მოქალაქეებს აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას , ამიტომაც მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. 

გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!",- ნათქვამია განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →