—

თეონა აქუბარდია - დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა

53
თეონა აქუბარდია - დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა
მოსასმენად დააჭირეთ

10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ…

10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“.

„10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, ივანიშვილმა უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს ისევე, როგორც სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. გუშინდელი ფაქტი პირველი არ არის. შეგახსენებთ, გურამ როგავას წინააღმდეგ პოლიციელის მხრიდან ასევე გამიზნული თავდასხმა მოხდა, რომელიც ბეწვზე გადარჩა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული. ამიტომ, ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მიუხედავად მშვიდობის შესახებ მათი ყალბი განცხადებისა. დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა. თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი მართავს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი შექმნილი ქაოსიდან არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ოთხივე პოლიტიკური ძალა ისევე, როგორც ქართველი ხალხი ერთად ვითხოვთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისი განმარტებით, მთავარი მოთხოვნა არის ასევე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება.

„ახლა მთავარი აქცენტი არის სანქციებზე ივანიშვილის რეჟიმის და მისი მოძალადეების მისამართით. ქართველი ხალხის ბრძოლის იმ სამართლიან პრინციპზე დაბრუნებით, რაც არის დემოკრატიული და ევროპული მომავალი“,-განაცხადა აქუბარდიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →