—

\"სანამ ივანიშვილი არ დაინახავს, რომ მისი ანგარიშები გაიყინა, ვერ მიხვდება, ჩვენ რას ვგულისხმობთ\"

90
\"სანამ ივანიშვილი არ დაინახავს, რომ მისი ანგარიშები გაიყინა, ვერ მიხვდება, ჩვენ რას ვგულისხმობთ\"
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს.

"მთავარ არხთან" ის ნიკა გვარამიას ძალადობრივად დაკავებასა და პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გაუმართლებელი ქმედებაა, რასაც გმობს.

"ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, სრულიად გაუმართლებელი ქმედება, რომელსაც ვგმობ. "ქართული ოცნება" არასწორ გზაზე დგას, ასე არ იქცევიან დემოკრატიებში. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს უკვე არის ბელარუსის გზა, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დაინახავს, რომ მისი ანგარიშები გაიყინა, ვერ მიხვდება, ჩვენ რას ვგულისხმობთ. ამის შემდეგ კი უნდა დავასანქციროთ იმ სიის წევრები, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის სიაში მოხვდნენ. ამ სიას აუცილებლად უნდა გადავხედოთ", - ამბობს ევროპარლამენტარი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →