—

ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

106
ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია, ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია, ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბარხთან…

ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია, ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია, ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბარხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი საბოლოო მიზანია. ძალიან ხშირად ვეუბნებით ქართველ ხალხსა და სხვა დაინტერესებულ წრეებსა თუ მხარეებს, რომ 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის: ყველა შესაბამის ვალდებულებას ვასრულებთ, რაც, მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგიდან ან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან მომდინარეობს. ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია, ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →