—

\"ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა\"

91
\"ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა\"
მოსასმენად დააჭირეთ

"ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს…

"ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. განცხადება მან პროდასავლური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა.

"...ეს არის კიდევ ერთი დასტური რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად შედგა აქაც შედგა ამ სასახლეში ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საითკენ მივდივართ და საითკენ არ მივდივართ და ეს თანხმობა არის პირველ რიგში იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი გამოცხადებული ყველასი მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებამ, თავის მთლიანობაში, არ გადაუხვია და რჩება ერთგული ამ მიზნის.

ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში და ძალიან სპონტანურად. მოიცავს ყველა თაობას და ყველა პროფესიას, ყველა სოციალურ სფეროს. ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, თვითორგანიზებით, არ სჭირდება, და ამაზე შევთანხმდით ყველა, არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, ცხადია, მაგრამ, სჭირდება მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →