—

შს მინისტრის მოადგილე - ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზიანდნენ

38
შს მინისტრის მოადგილე - ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზიანდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი[არ ყოფილა] და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ…

ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი[არ ყოფილა] და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შსს-ს კომპეტენციაში არ შედის თავისივე თანამშრომლის ჩადენილი ქმედების გამოძიება.

„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი[არ ყოფილა] და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა, მაგრამ იყო გარკვეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დაზიანება. მოგეხსენებათ, შსს არ არის უფლებამოსილი, რომ თავისი თანამშრომლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიძიოს და განსაკუთრებით ჟურნალისტებთან მიმართებაში ჩადენილ დანაშაულებზე პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული, რომ თუნდაც მოქალაქე იყოს ამ დანაშაულის ჩამდენი, არც მსგავსი ტიპის დანაშაულს არ იძიებს შსს, ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია. მე როგორც ვიცი, მათ გაავრცელეს ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა მე სხვა უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სტატისტიკაზე, დეტალურ ინფორმაციაზე გესაუბროთ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მედიის წარმომადგენელი დაშავდა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →