—

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს

46
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს.

მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკას.

„ბატონო პრემიერ მინისტრო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას. კმაყოფილებას იწვევს ჩვენს მეგობარ და საიმედო პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ისტორიული ფესვებით არიან დაკავშირებულნი, ნაყოფიერად თანამშრომლობენ ურთიერთსასარგებლო სფეროებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენი ახალი მანდატის განმავლობაში, მოძმე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →