—

კარდენახში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

135
კარდენახში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
მოსასმენად დააჭირეთ

სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ჯერჯერობით დაუდგენელია, მონაწილეობდა თუ არა მესამე პირი მკვლელობაში. ადგილობრივების ვერსიით დაპირისპირებულმა პირებმა…

სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ჯერჯერობით დაუდგენელია, მონაწილეობდა თუ არა მესამე პირი მკვლელობაში. ადგილობრივების ვერსიით დაპირისპირებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა.  

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. თანასოფლელების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის აქამდეც არაერთხელ მოხდა, ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც. თუმცა რა რეაგირება ჰქონდა წარსულში მომხდარ შემთხვევებზე პოლიციას, უცნობია.

დღეს მომხდარი მკვლელობის შემდეგ კრიმინალური პოლიცია მუშაობდა არა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე, არამედ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →