—

მარია ზახაროვა - დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს

74
მარია ზახაროვა - დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ - სა და ევროკავშირს სურთ ქაოსი კავკასიაში, სიტუაციის დესტაბილიზაცია, მათ სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მათ სურთ იქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს და არა საქართველოსთვის, ან…

აშშ - სა და ევროკავშირს სურთ ქაოსი კავკასიაში, სიტუაციის დესტაბილიზაცია, მათ სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მათ სურთ იქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს და არა საქართველოსთვის, ან ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოს დასჯით ემუქრება სუვერენული კურსის გამო, იმის გამო, რომ ხალხმა არჩევნებში ხმა მისცა ისე, როგორც სწორად მიაჩნდა და როგორც სურდა.

„როდესაც ისინი საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე, ეს არის სიტუაცია, როდესაც ქურდს ქუდი ეწვის. ისინი ამას აკეთებენ იმისათვის, რომ დაფარონ საკუთარი დასავლური დანაშაული“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხი პროვოკაციას არ წამოეგება და საქართველო და ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი იდენტობის დაცვას“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →