—

ევროკავშირი საქართველოში \"ტექნიკურ მისიას\" გაგზავნის

34
ევროკავშირი საქართველოში \"ტექნიკურ მისიას\" გაგზავნის
მოსასმენად დააჭირეთ

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია. მისივე ცნობით საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია. მისივე ცნობით საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა. 

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი. ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების "ტექნიკური მისია". ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის". - წერს იოზვიაკი. 

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ ერთი მთავარი თემა საქართველო იყო.

რა გადაწყვეტილება მიიღეს ლიდერებმა, დეტალურად დღის ბოლოს, ჯოზეფ ბორელის ბრიფინგიდან გახდება ცნობილი.

იქამდე კი განცხადება გაავრცელა ევროსაბჭომ, სადაც ნათქვამია, რომ EU მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, თუმცა, შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით.  

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →