—

ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ სრულად გაითავისა არჩევნების საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას

45
ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ სრულად გაითავისა არჩევნების საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას
მოსასმენად დააჭირეთ

ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი…

ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საზოგადოებამ მხარი დაუჭირა საქართველოს გრძელვადიან სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას.

„კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ, რომ ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც, რეალურად, წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის მაღალი აქტივობა, უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით, რეალურად, გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას. ამისთვის ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →