—

ანა წითლიძე - ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ არ შევლენ პარლამენტში - შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის

38
ანა წითლიძე - ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ არ შევლენ პარლამენტში - შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ და არ შევლენ პარლამენტში - შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის, - ამის…

ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ და არ შევლენ პარლამენტში - შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ რესურსს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ოპოზიცია ამ პარლამენტში არ იყოს.

„პარლამენტში შესვლა-არშესვლის პროცესი არის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ოპოზიცია ამ პარლამენტში არ იყოს. არაერთხელ გვითქვამს, რომ იმდენ განცხადებას გავაკეთებთ, რამდენიც დასჭირდება იმას, რომ უფლებამოსილება ცნობილი არ იყოს. იცით, რომ ცესკო-ს მივმართეთ რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუ ცესკო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, შემდეგ ჩვენ პარლამენტსაც მივმართავთ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აქ ყველაზე მთავარია არა ის ნიუანსები, არამედ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო“, - განაცხადა წითლიძემ.

ანა წითლიძის აზრით, საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოდან“ და „გახარია საქართველოდან“ სხვა პოზიციებს არ მოისმენენ.

„ოპოზიციური პარტიები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ ქმედით ნაბიჯებს. ეს ძალიან დიდ სურათში წვრილმანი დეტალებია, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად ვიცით ოპოზიციური ერთობის ფასი. ოთხივე პარტიას [„გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“] ნათქვამი აქვს, რომ ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ და არ შევლენ პარლამენტში - შესაბამისად, ვის, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელშიც ახლა არის ქვეყანა. მე არ მგონია, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებში, „ძლიერი საქართველოდან“ და „გახარია საქართველოდან“ სხვა პოზიცია მოვისმინოთ. მათ ნათქვამი აქვთ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ და პარლამენტში არ შედიან“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →