—

ირაკლი კობახიძე - მე და ზელენსკი ერთმანეთს მივესალმეთ - საუბარი არ გვქონია

47
ირაკლი კობახიძე - მე და ზელენსკი ერთმანეთს მივესალმეთ - საუბარი არ გვქონია
მოსასმენად დააჭირეთ

მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ - საუბარი არ გვქონია ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ კითხვა შეეხებოდა…

მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ - საუბარი არ გვქონია ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ კითხვა შეეხებოდა, ჰქონდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაცია.

„მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ. ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს მივესალმეთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიულოცეს პარტნიორებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მილოცვები არ არის მიღებული პრაქტიკა.

„მილოცვები მოდის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პრეზიდენტი იგებს არჩევნებს და მთავრობს ფორმირების შემდეგ თუ ტარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მიღებული პრაქტიკა.

მეორე, განცხადებებში აშკარად ჩანს უსამართლობა. მოლდოვაში სერიოზული პრობლემებით ჩატარდა არჩევნები, იქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, საქართველოში ბევრად უფრო ხარისხიანად ჩატარდა არჩევნები, აქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უსამართლო განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →