—

მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე - ემანუელ მაკრონი

51
მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე - ემანუელ მაკრონი
მოსასმენად დააჭირეთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა კომენტარი. ემანუელ მაკრონმა, დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ…

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა კომენტარი. ემანუელ მაკრონმა, დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს და კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა.

"დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის [განსახილველი] საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა [დემოკრატიაზე]: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს". - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მანამდე ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა (საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებიან. უნგრეთის დედაქალაქი ასევე უმასპინძლებს ევროპის საბჭოს არაფორმალურ სამიტს. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებას და შემდგომ ქმედებებს.

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →