—

კამალა ჰარისი - ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები - გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ

38
კამალა ჰარისი - ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები - გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს არჩევნების შედეგების მიღებისკენ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს არჩევნების შედეგების მიღებისკენ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა განაცხადა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები.

„ახლა ვიცი, რომ ადამიანები განიცდიან რიგ ემოციებს. მე მესმის", - აღნიშნა ჰარისმა და განაცხადა: "მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები".

ჰარისმა, ასევე, აღნიშნა, რომ მან დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და დასძინა, რომ „ჩვენ ჩართული ვიქნებით ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში“.

ჰარისმა გამოსვლაში მადლიერება გამოხატა მის მიმართ ნდობისთვის.

"ჩემი გული სავსეა დღეს - სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით", - განაცხადა მან.

ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს.

„მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში", - აღნიშნა მან.

ამასთან, კამალა ჰარისმა მოუწოდა მხარდამჭერებს, არ დანებდნენ. ასევე, კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებსაც, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

"გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ....

მთავარია, არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა", - აღნიშნა მან.

ამასთან, ჰარისმა მიმართა ამომრჩეველს, "აივსონ ვარსკვლავებით", მაშინაც კი თუ აქვთ შეგრძნება, რომ "ბნელი დრო" დადგა.

„მხოლოდ მაშინ, შეიძლება ვარსკვლავების დანახვა, როცა საკმარისად ბნელა"

ვიცი, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ბნელ დროში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის კეთილდღეობისთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით", - მიმართა ჰარისმა ჰოვარდის უნივერისტეტში გამოსვლისას მხარდამჭერებს

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →