—

ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა

45
ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა
მოსასმენად დააჭირეთ

არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება, ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები - ეს იყო პროევროპული ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე განსახილველი მთავარი…

არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება, ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები - ეს იყო პროევროპული ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხები. 

შეხვედრას 4 ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"პრეზიდენტი არის გომაგი, რომ ქართველი ხალხის პროევროპული ნება იყოს დაცული. რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ჩვენი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებისა, რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელი ვითარების ფარგლებში ევროკავშირში... 

ძალიან გააქტიურდება მუშაობა ჩვენ მიმართ, განსაკუთრებით დიპომატიური კუთხით. ეს პარლამენტი რჩევა აუღიარებელი ამ ეტაპზე - ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით და საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ. 

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →