—

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ

38
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ
მოსასმენად დააჭირეთ

ის პარასკევები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება და მგონი, უბრალოდ, მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე - ის ჩაბარდება, მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს…

ის პარასკევები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება და მგონი, უბრალოდ, მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე - ის ჩაბარდება, მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისაქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დიპლომატებისადმი დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია ცნობილია, მათ შორის იმ პერიოდიდან, როდესაც ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და პარლამენტის სპიკერის თქმით, უწყებაში ფავორიტიზმი და სხვა მავნე პროცესები დაიწყო.

„მე მგონი დატვირთვა აღარ აქვს კომენტარის გაკეთებას ქალბატონი სალომეს განცხადებაზე, ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე სულ უფრო მცირდება და მგონი უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ. სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით ცნობილია დიდი ხანია, მათ შორის, როდესაც ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მოიკითხეთ რა ჩაატარა მან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა - ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები, რაც მაშინ დაიწყო ქალბატონმა სალომემ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაგრძელებული იმით, რომ ის უკვე დიდი ხანია ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ, რა უნდა ვთქვა ახლა - სალომე ზურაბიშვილიდაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება, მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილისმიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქართველ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, დიპლომატები უმოქმედობისთვის გააკრიტიკა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →