—

ნიკა მელიას ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

46
ნიკა მელიას ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს, 17:00 საათზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, სხვადასხვა მარშრუტით, მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ…

დღეს, 17:00 საათზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, სხვადასხვა მარშრუტით, მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების საერთო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს.

„მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება ყოველდღიურად თბილისში, მაგრამ დღეს 17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით. მეტროსადგურის ამოსასვლელთან შევიკრიბებით და პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც დასაცავია ღირსება და სიმართლე.

„ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ხელს ჩამოუშვებს. ქართულმა ოპოზიციამ მილიონზე მეტო ხმა აიღო. დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ადეკვატურად იქნება მიღებული“, - განაცხადა მელიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს 19:00 საათზე სამ პოლიტიკურ გაერთიანებას: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქვს აქცია.

როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →