—

ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ...საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია EU-ში გაწევრიანების გზაზე | ბრაიზა

43
ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ...საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია EU-ში გაწევრიანების გზაზე | ბრაიზა
მოსასმენად დააჭირეთ

ამ დაძაბულობის ფონზე კი, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამ დაძაბულობის ფონზე კი, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ჩაერია თუ არა რუსეთი ამ არჩევნებში? ამის მყარი მტკიცებულება არ მაქვს. მაგრამ, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა [საქართველოს არჩევნებში]? მათ ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოახდინეს; ქვეყანაში შეიჭრნენ; საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა; გააუქმა ანაკლიის პორტი და გააკეთა ბევრი რამ, რაც რუსეთს სურს.

[საქართველო] ერთ ადგილასაა გაჩერებული, გაჭედილია. ნათელია, რომ მთავრობას არ სურს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესი. ქართველი ხალხის უმეტესობას კი ეს ნამდვილად უნდა. ასე რომ, ეს იწვევს ღრმა წინააღმდეგობას საზოგადოებაში.

შეიძლება ამიტომაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს მედვედევისგან, ის ნერვიულობს, რადგან იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძოდა. ასე რომ ვფიქრობ ყველაფერი გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებისკენ მიდის. ვლოცულობ, რომ ეს არ იყოს ფიზიკური დაპირისპირება და ეს ყველაფერი ქუჩაში არ გადავიდეს. თუმცა, ასევე ყველამ ვიცით საქართველოს უახლესი ისტორია. იმედი მაქვს, გამოჩნდება გზა, რომლითაც ორივე მხარე დამშვიდდება და მოლაპარაკებების პროცესი შესაძლებელი გახდება."

- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →