—

\"შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი... იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის\" | ნიკა მელია

33
\"შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი... იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის\" | ნიკა მელია
მოსასმენად დააჭირეთ

"შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი... იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის" , - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ…

"შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი... იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელშიწერს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროტესტი შესაბამის დროს, შესაბამისი ფორმით დაიწყება.

მეგობრებო, მესმის თქვენი გულწრფელი სურვილი მოქმედებაზე გადასვლის; 

თუმცა ასევე გულწრფელად გეუბნებით:

თუ ამ სიტუაციაში, ვინმე გეგმას წინასწარ გთავაზობთ, თუ გეუბნებათ რომ ან გეგმის გაწერა, ან მისი ყოველდღიური მიყოლა და აღსრულება არის შესაძლებელი - გატყუებთ. 

შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, ვართ კონსოლიდირებულები, ვართ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან და თუ ვინმე გეტყვით, დღეს დავიწყებთ, ერთი კვირა ვიდგებით და ზეგ დავასრულებთ - არის ტყუილი, ნუ დაგავიწყდებათ ვის და რას ვებრძვით...

ამ ეტაპზე, არის პარტიების კონსოლიდაცია, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით, აქ ყველა თავისი ბიოგრაფიითა და თავისი ბრძოლის გამოცდილებით არის მოსული. 

თუ რამის გამოცდილება მაქვს, მაქვს ქუჩის ბრძოლისა და პროტესტის გამოცდილება. 

და წარსულში იმის გულწრფელად თქმის გამოცდილებაც - იყო კონკრეტული ამოცანა, კონკრეტულ ვადაში შესრულებადი თუ არა, კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო. 

ახლა გეუბნებით, იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის, - წერს ნიკა მელია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →