—

დღეს სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია - ირაკლი კობახიძე

44
დღეს სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია - ირაკლი კობახიძე
მოსასმენად დააჭირეთ

მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებამ შეიძინა დამოუკიდებლობა და ამის გამოხატულებაა ის ახალი სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლო ხელისუფლების სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებამ შეიძინა დამოუკიდებლობა და ამის გამოხატულებაა ის ახალი სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლო ხელისუფლების სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენჯერმეა შემცირებული სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა სასამართლოსთან დაკავშირებულ საქმეებზე.

„დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული ყველა მიმართულებით. მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებამ შეიძინა დამოუკიდებლობა და ამის გამოხატულებაა ის ახალი სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლო ხელისუფლების სფეროში. 3-ჯერ, 4-ჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 18-ჯერ არის გაუმჯობესებული სტატისტიკა, რაც უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობას სასამართლოსთან დაკავშირებულ საქმეებზე, რამდენჯერმე არის შემცირებული შესაბამისი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გათავისუფლდა და თვისებრივად ჰუმანურია თავისი არსით დღეს სასამართლო სისტემა, თავისუფალია პოლიტიკური კონტროლისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა პრემიერმა.

Bm.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →