—

დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი... მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ დარღვევების გამოძიებას

43
დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი... მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ დარღვევების გამოძიებას
მოსასმენად დააჭირეთ

"დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი... მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც განვითარდება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით"…

"დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი... მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც განვითარდება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ბრიუსელში განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი აკეთებს. ის ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გაფართოების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

"არ შეიძლება ახლო ურთიერთობები გქონდეს რუსეთთან და ამავე დროს გაწევრიანდე ევროკავშირში. ერთი მეორესთან შეუთავსებელია. საქართველომ გამართა საპარლამენტო არ\ჩევნები, რომლებიც აღინიშნა სერიოზული დარღვევებით, ეს უნდა იქნას გამოძიებული გამჭვირვალედ და სამართლიანად. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამით გრძელდება ტენდენცია, რომელიც ვნახეთ ბოლო თვეებში, როდესაც საქართველოს მთავრობა შორდება ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს.

თუ საქართველოს ხელისუფლებისგან იქნება მზადყოფნა, რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ვთავაზობთ მას კონკრეტულ საგზაო რუკას: გაუქმებულ იქნას კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. ასევე გაუქმდეს ე.წ. კანონი ოჯახური ფასეულობების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ჩვენი ფასეულობა. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბორელმა. 

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →