—

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

68
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესსაპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას…

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესსაპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„გილოცავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელიც არის თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია ალიევის განცხადებაში.

მისი თქმით, სწამს, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯანულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას.

„ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით, მოსახერხებელ დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →