—

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

52
პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო
მოსასმენად დააჭირეთ

ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი ნიანგის ცრემლები არავისთვის არ არის საინტერესო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს ვერ უკავშირდება.

„სალომე ზურაბიშვილს შსს-თან და შს მინისტრთან არაფერი ესაქმება. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სუბორდინაციის სისტემა და ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა. ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, რომ კანონმდებლობის წინააღმდეგ წავიდეს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი ნიანგის ცრემლები არავისთვის არ არის საინტერესო“, - განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შს მინისტრს ვერ უკავშირდება. პრეზიდენტის თქმით, მას სურს ვახტანგ გომელაურს სთხოვოს, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური საარჩევნო უბნებზე.

primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →